სადეგუსტაციო დაფა-"რა ყოფილა გურია"

სადეგუსტაციო დაფა-"რა ყოფილა გურია"

Venue : Village Melekeduri, Ozurgeti

როცა ცხელი, სურნელოვანი სუნელებით შეზავებული გურული კუპატის პირველ ლუკმას აგემოვნებ და ზედ „ბადიშის“ საოჯახო საწებელს ატან, ზუსტად ეს ფრაზა ამოგხდება: „რა ყოფილა გურია!“

ეს დაფა ნამდვილი გურული ხასიათისა და დაუვიწყარი გემოების აღმოჩენაა. ჩვენი კუპატი უნიკალური წესით — ცხემლის, მსხლის, ტყემლის, მანდარინისა და შინდის შეშის კვამლზე იბოლება, რაც მას განუმეორებელ არომატს სძენს. ამ ცეცხლოვან კერძს იდეალურად ავსებს „ბადიშის“ ოთხი განსხვავებული საწებელი: „ხარისგულა“ პომიდვრის, ღოღნაშოს ტკბილ-მჟავე, და ახლად შეზავებული მწვანე თუ წითელი ტყემლის ნაჟურები. ამ ყველაფერს კი მშვენივრად აბალანსებს აჯიკებში დამარინადებული სოფლის ყველი და ახლად გამომცხვარი მჭადი.

 

Additional Details

დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე

შემადგენლობა:

  • შებოლილი გურული კუპატი — ტრადიციული სუნელებით შეზავებული, შებოლილი ხუთი სახეობის შეშის (ცხემლი, მსხალი, ტყემლი, მანდარინი, შინდი) კვამლზე

  • „ბადიშის“ 4 სახის საწებლის ასორტი:

    1. „ხარისგულა“ პომიდვრის საწებელი

    2. ღოღნაშოს უნიკალური მოტკბო საწებელი

    3. ახლად შეზავებული მწვანე და წითელი ტყემლის საწებელი

  • აჯიკებში დამარინადებული ყველი — სოფლის ყველი, დამარინადებული „ბადიშის“ საფირმო აჯიკებში (საოჯახო საიდუმლო რეცეპტით)

  • გურული მჭადი

წარმომავლობა და ავთენტურობა:

  • არტეზანული შებოლვა: კუპატი იბოლება ბუნებრივად, ხილისა და ადგილობრივი შეშის შერჩეული ჯიშების ნელ კვამლზე, ყოველგვარი ხელოვნური დანამატის გარეშე.

  • საოჯახო წარმოება: საწებლები და აჯიკები მომზადებულია „ბადიშის“ კარ-მიდამოში მოწეული ნატურალური ინგრედიენტებითა და ექსკლუზიური რეცეპტურით.

Select Date

Additional Menu Items

Please order your desired dishes in advance. Ordering dishes on-site is not available.

Lorem ipsum dolor sit amet

Lorem ipsum dolor sit amet

Khachapuri Baked on a Stone Ketsi (6 Slices)

Traditional Georgian cheese bread baked on an authentic stone ketsi, filled with rich, melted cheese. Served in 6 slices — perfect for sharing.

People Cost (18.00 ₾ x 0) ₾ 0.00
Menu Items Cost ₾ 0.00
Total ₾ 0.00