გურიაში კარგი არყის გამოხდა ცალკე ხელოვნებაა, ხოლო „ძამას ორნახადი“ ამ ხელოვნების მწვერვალია. ეს არის ჩვენივე ბაღის ტყემლისგან, ყოველგვარი შაქრისა და კურკის გარეშე, ტრადიციული წესით ორჯერ გამოხდილი, სუფთა და კრისტალური ნაჟური. ასეთ პატივსაცემ სასმელს კი შესაფერისი, გურული მიყოლება სჭირდება.
დაფაზე გელოდებათ „ბადიშის“ სეზონური მწნილის ასორტი, ღუმელიდან ახლად გამოსული მჭადი და ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე — „ბადიშის“ სხვადასხვა აჯიკაში საოჯახო საიდუმლო რეცეპტით დამარინადებული სოფლის ყველი. აბა, დაასხით, მიაყოლეთ და შეიგრძენით ნამდვილი გურული ლხინის ეშხი!
აი, მართლა კაია ძამა!
Additional Details
დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე
შემადგენლობა:
-
ტყემლის ორნახადი არაყი — 1 შოტი (ჩვენი ბაღის ტყემლისგან, უკურკო, უშაქროდ გამოხდილი)
-
აჯიკებში დამარინადებული ყველი — სოფლის ყველი, დამარინადებული „ბადიშის“ საფირმო აჯიკებში (საოჯახო საიდუმლო რეცეპტით)
-
სეზონური მწნილის ასორტი — კიტრი, პომიდორი, სტაფილო, კომბოსტო ან წიწაკა (სეზონის მიხედვით)
-
გურული მჭადი — 2 ნაჭერი
წარმომავლობა და ავთენტურობა:
-
ნატურალური გამოხდა: არაყი მზადდება „ბადიშის“ ბაღის რჩეული ტყემლისგან, ყოველგვარი დანამატისა და შაქრის გარეშე, ტრადიციული ორნახადი ტექნოლოგიით.
-
საოჯახო წარმოება: ყველი, აჯიკები და მწნილი მომზადებულია ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებით, „ბადიშის“ ექსკლუზიური საოჯახო რეცეპტურით.