ეს დაფა ბავშვობის ყველაზე ტკბილ მოგონებასთან შეხვედრაა — ზაფხულის არდადეგებთან, როდესაც ბებოსთან ჩამოსულებს ეზოში ნამდვილი გემოების ჯადოქრობა გველოდა. წარმოიდგინეთ ბაღჩაში ახლად მოკრეფილი ფორცხის კიტრი და გულა პომიდორი, ფილთა ქვაში ნორჩი თხილით ჩანაყული გურული სუნელი, ცხელი მჭადი და ნახევარსაუკუნოვანი ოჯახური რეცეპტით მომზადებული ტყემალი. სწორედ ამ გემოებშია ნამდვილი გურული ზაფხული. დაფის თითოეული ინგრედიენტი იმ თბილ, უდარდელ დღეებს გაცოცხლებთ — შეგიძლიათ ნატურალურ ბოსტნეულს თავად გადაუსვათ სურნელოვანი სუნელი და დააგემოვნოთ ავთენტური გურული სოფლის არომატი.
აი, მართლა კაია ძამა!
დამატებითი დეტალები
დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე
შემადგენლობა:
-
ცხელი გურული მჭადი — 2 ცალი
-
სოფლის ადგილობრივი ყველი — 1 ნაჭერი
-
ბაღჩის ბოსტნეული — ფორცხის კიტრი და გულა პომიდორი
-
გურული სუნელი და ტყემლის საწებელი — (სადეგუსტაციო ულუფა)
წარმომავლობა და ავთენტურობა:
-
ჩვენი წარმოება: გურული სუნელი და ტყემლის საწებელი შექმნილია ჩვენს მეურნეობაში, ჩვენივე ოჯახური ტრადიციით.
-
ტრადიციული ტექნოლოგია:
-
გურული სუნელი ჩანაყულია ტრადიციულად, ფილთა ქვაში — ახალი თხილის, ბაღჩის მწვანილებისა და ადგილობრივი მცენარეების სინთეზით.
-
ტყემლის საწებელი მოხარშულია ღია ცეცხლზე, ტრადიციულ დიდ ქვაბში (ჩახანაში), ნახევარსაუკუნოვანი ოჯახური რეცეპტით.
-
-
100% ნატურალური: გამოიყენება მხოლოდ ჩვენს მეურნეობაში მოყვანილი, ადგილობრივი ჯიშის ბოსტნეული (ფორცხის კიტრი, გულა პომიდორი).