სადეგუსტაციო დაფა-"მუცლის სალოცავი"

სადეგუსტაციო დაფა-"მუცლის სალოცავი"

Venue : Village Melekeduri, Ozurgeti

გურიაში შობის დღესასწაულს თავისი განსაკუთრებული მადლი და რიტუალი აქვს. ძველად ბებიები, სანამ სუფრასთან მსხდომთ გურულ ღვეზელს ჩამოურიგებდნენ, გურულ სუნელს წაიკითხავდნენ ხოლმე „მუცლის სალოცავს“ — ლოცვასა და დალოცვას იმის დასაჯერებლად, რომ მთელი წელი ჯანმრთელობა, სიმსუბუქე და სიმშვიდე არ მოგვაკლდებოდა.

ეს დაფა იმ უძველესი, თბილი ტრადიციის გაცოცხლებაა. აქ გელოდებათ ტრადიციული გურული ღვეზელი, რომელსაც იდეალურად ავსებს სეზონური, გურული სუნელით შეკმაზული ხილის სალათი (ზაფხულში — ვაშლატამა, ხოლო ცივ სეზონზე — ნაზად შეზავებული სტაფილო). სადეგუსტაციო რიტუალს კი ასრულებს ჩვენივე ეზოში მოკრეფილი, არომატული შავი ჩაის ერთი ფინჯანი.

     აი, მართლა კაია ძამა!

Additional Details

დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე

შემადგენლობა:

  • ტრადიციული გურული ღვეზელი — კეცზე გამოცხობილი, ერბოთი და ყველით შეზავებული, მოხარშული კვერცხით

  • სეზონური შეკმაზული სალათი: ვაშლატამა გურული სუნელით (ზაფხულში) ან გურულად შეკმაზული სტაფილოს სალათი (შემოდგომა/ზამთარში)

  • „ბადიშის“ ეზოს შავი ჩაი — 1 ფინჯანი

წარმომავლობა და ავთენტურობა:

  • საოჯახო ტრადიცია: ღვეზელი ცხვება გურული შობის ტრადიციული რეცეპტურით, ნატურალური სოფლის ყველითა და კვერცხით.

  • ნატურალური ჩაი: ჩაის ფოთლები მოკრეფილია „ბადიშის“ ეზოში და მომზადებულია ტრადიციული დამუშავების წესით.

Select Date

Currently no dates available for this event.

Additional Menu Items

Please order your desired dishes in advance. Ordering dishes on-site is not available.

Lorem ipsum dolor sit amet

Lorem ipsum dolor sit amet

Khachapuri Baked on a Stone Ketsi (6 Slices)

Traditional Georgian cheese bread baked on an authentic stone ketsi, filled with rich, melted cheese. Served in 6 slices — perfect for sharing.

People Cost (14.00 ₾ x 0) ₾ 0.00
Menu Items Cost ₾ 0.00
Total ₾ 0.00