გურიაში შობის დღესასწაულს თავისი განსაკუთრებული მადლი და რიტუალი აქვს. ძველად ბებიები, სანამ სუფრასთან მსხდომთ გურულ ღვეზელს ჩამოურიგებდნენ, გურულ სუნელს წაიკითხავდნენ ხოლმე „მუცლის სალოცავს“ — ლოცვასა და დალოცვას იმის დასაჯერებლად, რომ მთელი წელი ჯანმრთელობა, სიმსუბუქე და სიმშვიდე არ მოგვაკლდებოდა.
ეს დაფა იმ უძველესი, თბილი ტრადიციის გაცოცხლებაა. აქ გელოდებათ ტრადიციული გურული ღვეზელი, რომელსაც იდეალურად ავსებს სეზონური, გურული სუნელით შეკმაზული ხილის სალათი (ზაფხულში — ვაშლატამა, ხოლო ცივ სეზონზე — ნაზად შეზავებული სტაფილო). სადეგუსტაციო რიტუალს კი ასრულებს ჩვენივე ეზოში მოკრეფილი, არომატული შავი ჩაის ერთი ფინჯანი.
აი, მართლა კაია ძამა!
დამატებითი დეტალები
დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე
შემადგენლობა:
-
ტრადიციული გურული ღვეზელი — კეცზე გამოცხობილი, ერბოთი და ყველით შეზავებული, მოხარშული კვერცხით
-
სეზონური შეკმაზული სალათი: ვაშლატამა გურული სუნელით (ზაფხულში) ან გურულად შეკმაზული სტაფილოს სალათი (შემოდგომა/ზამთარში)
-
„ბადიშის“ ეზოს შავი ჩაი — 1 ფინჯანი
წარმომავლობა და ავთენტურობა:
-
საოჯახო ტრადიცია: ღვეზელი ცხვება გურული შობის ტრადიციული რეცეპტურით, ნატურალური სოფლის ყველითა და კვერცხით.
-
ნატურალური ჩაი: ჩაის ფოთლები მოკრეფილია „ბადიშის“ ეზოში და მომზადებულია ტრადიციული დამუშავების წესით.