სადეგუსტაციო დაფა-"სამი ძმანი გურულები"

სადეგუსტაციო დაფა-"სამი ძმანი გურულები"

Venue : Village Melekeduri, Ozurgeti

ეს დაფა ნამდვილი გურული ხასიათისა და სამი განსხვავებული არომატის შეხვედრაა — ცნობილი სიმღერის „სამი ძმანი გურულებივით“, სადაც თითოეულ საკმაზს თავისი შეუპოვარი და გამორჩეული ხასიათი აქვს. აქ გელოდებათ „ბადიშის“ სამი საკმაზი: ცეცხლოვანი საფირმო აჯიკა (ცხარე), ზომიერად ცხარე მჭაჯიკა და კლასიკური გურული სუნელი. მათ წყვილს მშვენივრად უძღვება ჩვენს მეურნეობაში მოყვანილი, ღუმელში ოქროსფრად გამოცხობილი კარტოფილი — ზეითუნის ზეთითა და ხმელი სუნელებით შეზავებული. ხოლო ახლად დაჭრილი კიტრისა და პომიდვრის სალათისთვის პატარა გურული საიდუმლო გვაქვს: არომატულ გურულ სუნელს ცოტაოდენი ძმარი წამოაშველეთ, გააზავეთ და სალათს მოსასხმელად გადაურიეთ.

     აი, მართლა კაია ძამა!

Additional Details

დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე

შემადგენლობა:

  • „ბადიშის“ 3 სახეობის საკმაზი: საფირმო აჯიკა (ცხარე), მჭაჯიკა (საშუალო სიცხარის) და გურული სუნელი (კლასიკური) — სადეგუსტაციო ულუფები

  • ღუმელში გამოცხობილი კარტოფილი — ზეითუნის ზეთითა და ხმელი სუნელებით შეზავებული

  • ბაღჩის ბოსტნეულის სალათი — ახლად დაჭრილი კიტრი და პომიდორი

  • სოფლის ძმარი — გურული სუნელის გაზავებისა და სალათზე მოსასხმელად (ცალკე ულუფა)

წარმომავლობა და ავთენტურობა:

  • ჩვენი მეურნეობა: კარტოფილი, კიტრი და პომიდორი მოყვანილია „ბადიშის“ მეურნეობაში, 100% ნატურალური წესით.

  • ავთენტური ტექნოლოგია:

    • გურული სუნელი მომზადებულია ტრადიციულად — ფილთა ქვაში ნორჩი თხილის, ბაღჩის მწვანილებისა და ადგილობრივი მცენარეების ჩანაყვით.

    • საფირმო აჯიკა და მჭაჯიკა შექმნილია „ბადიშის“ ტრადიციული საოჯახო რეცეპტურით.

Select Date

Currently no dates available for this event.

Additional Menu Items

Please order your desired dishes in advance. Ordering dishes on-site is not available.

Lorem ipsum dolor sit amet

Lorem ipsum dolor sit amet

Khachapuri Baked on a Stone Ketsi (6 Slices)

Traditional Georgian cheese bread baked on an authentic stone ketsi, filled with rich, melted cheese. Served in 6 slices — perfect for sharing.

People Cost (14.00 ₾ x 0) ₾ 0.00
Menu Items Cost ₾ 0.00
Total ₾ 0.00