ეს დაფა ნამდვილი გურული ხასიათისა და სამი განსხვავებული არომატის შეხვედრაა — ცნობილი სიმღერის „სამი ძმანი გურულებივით“, სადაც თითოეულ საკმაზს თავისი შეუპოვარი და გამორჩეული ხასიათი აქვს. აქ გელოდებათ „ბადიშის“ სამი საკმაზი: ცეცხლოვანი საფირმო აჯიკა (ცხარე), ზომიერად ცხარე მჭაჯიკა და კლასიკური გურული სუნელი. მათ წყვილს მშვენივრად უძღვება ჩვენს მეურნეობაში მოყვანილი, ღუმელში ოქროსფრად გამოცხობილი კარტოფილი — ზეითუნის ზეთითა და ხმელი სუნელებით შეზავებული. ხოლო ახლად დაჭრილი კიტრისა და პომიდვრის სალათისთვის პატარა გურული საიდუმლო გვაქვს: არომატულ გურულ სუნელს ცოტაოდენი ძმარი წამოაშველეთ, გააზავეთ და სალათს მოსასხმელად გადაურიეთ.
აი, მართლა კაია ძამა!
დამატებითი დეტალები
დაფა განკუთვნილია 1 პერსონაზე
შემადგენლობა:
-
„ბადიშის“ 3 სახეობის საკმაზი: საფირმო აჯიკა (ცხარე), მჭაჯიკა (საშუალო სიცხარის) და გურული სუნელი (კლასიკური) — სადეგუსტაციო ულუფები
-
ღუმელში გამოცხობილი კარტოფილი — ზეითუნის ზეთითა და ხმელი სუნელებით შეზავებული
-
ბაღჩის ბოსტნეულის სალათი — ახლად დაჭრილი კიტრი და პომიდორი
-
სოფლის ძმარი — გურული სუნელის გაზავებისა და სალათზე მოსასხმელად (ცალკე ულუფა)
წარმომავლობა და ავთენტურობა:
-
ჩვენი მეურნეობა: კარტოფილი, კიტრი და პომიდორი მოყვანილია „ბადიშის“ მეურნეობაში, 100% ნატურალური წესით.
-
ავთენტური ტექნოლოგია:
-
გურული სუნელი მომზადებულია ტრადიციულად — ფილთა ქვაში ნორჩი თხილის, ბაღჩის მწვანილებისა და ადგილობრივი მცენარეების ჩანაყვით.
-
საფირმო აჯიკა და მჭაჯიკა შექმნილია „ბადიშის“ ტრადიციული საოჯახო რეცეპტურით.
-